რატომ დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს შეხვედრის მინსკში გამართვას? რას მოიცავს რუსეთის მიერ ნახსენები “პრაქტიკული შეთანხმებები”? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ახლა ოპოზიცია ქართულ ოცნებას სთხოვს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ პრაღის ნაცვლად მინსკში შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და უნდა დაძლიო საუბრის შიში მასთან ვისთანაც პრობლემები გაქვს.