ვინ დარჩა მოგებული ჩინეთში გამართული ისტორიული სამმხრივი შეხვედრით? - ანალიტიკოსები ქალაქ შენჭენში ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკას შორის გაფორმებული დეკლარაციის შინაარს აფასებენ. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მასპინძელმა ჩინეთმა რუსეთის პრეზიდენტს მკაფიოდ აგრძნობინა, რომ ის ჩინეთისა და ამერიკის გვერდით მხოლოდ იმიტომ დგას, რომ მას ბირთვული იარაღი გააჩნია. ანალიტიკოსების მოსაზრებით, სამმხრივი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა ეს ფაქტი სამიტის ისტორიულ შინაარს არ გამორიცხავს.