ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის დემონტაჟი იგეგმება - მერია მოსახლეობას საცხოვრებლით უზრუნველყოფას ჰპირდება - Palitra News

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის დემონტაჟი იგეგმება - მერია მოსახლეობას საცხოვრებლით უზრუნველყოფას ჰპირდება

2026-11-20 21:16:46+04:00

ფონიჭალაში, კორპუსში აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მერია სახლის დემონტაჟის აუცილებლობისა და ახალი პროექტის განხორციელების შესახებ საუბრობს. ამ ეტაპზე 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე მერია მათთვის საცხოვრებელ სახლებს იქირავებს. დანარჩენი სადარბაზოს მაცხოვრებლებს კი სურვილის შემთხვევაში ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.