„საქართველო ევროპაა“- ოპოზიცია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის ემზადება - Palitra News

„საქართველო ევროპაა“- ოპოზიცია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის ემზადება

2026-11-20 21:23:26+04:00

ოპოზიცია 28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ოპონენტები ამბობენ, რომ სათქმელი ისევ ერთია - საქართველო ევროპაა. საზოგადოება საკუთარი პროევროპული განწყობის დასაფიქსირებლად გამოვა. 28 ნოემბერს ორი წელი ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირთან ურთიერთობების 2028 წლის ბოლომდე დაპაუზების შესახებ „ გადაწყვეტილება გამოაცხადა.