5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი კამათით გაგრძელდა - ზაზა ბიბილაშვილი დარბაზიდან გააძევეს - Palitra News

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი კამათით გაგრძელდა - ზაზა ბიბილაშვილი დარბაზიდან გააძევეს

2026-11-20 21:24:47+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა, 24 ნოემბერს, განახლდება. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ. დღევანდელ პროცეს კამათის გარეშე არ ჩაუვლია. დარბაზიდან ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი გააძევეს. მოსამართლემ ის დესტრუქციაში დაადანაშაულა, პოლიტიკოსმა კი ლეგიტიმური კითხვების დასმის ხელშეშლაში.