სკოტ ბესენტი - ევროპელები ვლადიმერ პუტინს იმაზე მეტ ფულს უგზავნიან, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის - Palitra News

სკოტ ბესენტი - ევროპელები ვლადიმერ პუტინს იმაზე მეტ ფულს უგზავნიან, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის

2026-11-21 12:14:41+04:00

ევროპელები ვლადიმერ პუტინს იმაზე მეტ ფულს უგზავნიან, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის, - ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

სტოკ ბესენტის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის გაგრძელებაა.

„ევროპელებს სურთ კუთხეში დადგნენ და პუტინთან საუბარში არ ჩაერთონ. ევროპელებს კუთხეში დადგომა სურთ, ამავდროულად კი რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებენ ნავთობის შეძენით, რაც კიდევ უფრო უარესია“, - განაცხადა ბესენტმა.

ასევე, ბესენტის თქმით, ქალაქ შენჭენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა უპრეცედენტო მოვლენა იყო.

„ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეეძლო. ისინი პრეზიდენტს პატივს სცემენ. პრეზიდენტს სჯერა, რომ დიპლომატიის წარმოების საუკეთესო გზას პერსონალურ დონეზე ურთიერთობები წარმოადგენს. ეს რეალპოლიტიკაა და არ განსხვავდება იმისგან, რასაც რიჩარდ ნიქსონი აკეთებდა“, - აღნიშნა ბესენტმა.