2 წელი ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებიდან - 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება - Palitra News

2 წელი ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებიდან - 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება

2026-11-21 12:42:57+04:00

28 ნოემბერს ზუსტად 2 წელი გავა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღო. სწორედ ამიტომ, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორი მასშტაბურ აქციას აანონსებს. “საქართველო ევროპაა” - ამ ლოზუნგით მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.