11 წლის ანდრია და 3 წლის თაია, რომლებიც ფონიჭალაში, ბუნებრივი აირით მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობას განაგრძობენ. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დინამიკაში გაუმჯობესებულია და უგრძელდებათ უწყვეტი მონიტორინგი და საჭირო მკურნალობა. ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. მომხდარს ეხმაურებიან პოლიტიკოსები.