მსჯავრდებულმა ანდრო ჭიჭინაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საკანონმდებლო ცვლილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს ტერიტორიასა და სასამართლო პროცესებზე ფოტო/ვიდეო და აუდიო ჩაწერა შეიზღუდა.როგორც ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სარჩელი უკვე რეგისტრირებულია.