ფონიჭალის ტრაგედიისას დაღუპული დედა-შვილი დაკრძალეს. ვერონიკა ვანიშვილისა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილის, არიანას, სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახის ახლობლებთან ერთად სრულიად უცნობი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღე იყო. ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.