რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება - Palitra News

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

2026-11-23 09:42:11+04:00

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი. მისი თქმით, რუსული მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია. როგორც გალუზინი ამბობს, შეხვედრაზე აღინიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ სფეროებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გზავნილები მიუღებელია ოპოზიციისთვის, ქართულ ოცნებაში კი ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას გამორიცხავენ.