აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა ვაშინგტონისთვის მისაღებ პირობებს არ სთავაზობს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა ვაშინგტონისთვის მისაღებ პირობებს არ სთავაზობს

2026-11-23 09:43:19+04:00

ირანთან კონფლიქტის დასრულების პერსპექტივაზე დონალდ ტრამპი კვლავ მკაცრ პოზიციას აფიქსირებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანს შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა ვაშინგტონისთვის მისაღებ პირობებს არ სთავაზობს. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას არ მისცემს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს რეალური შეთანხმება და არა ფორმალური დოკუმენტი. ამასთან, პრეზიდენტი სამხედრო მოქმედებების განახლების საკითხზე გადაწყვეტილებას არ ჩქარობს. Reuters-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საკითხს მომავალი წლის დასაწყისის შემდეგ დაუბრუნდება.