ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სრულიად მიუღებელია - Palitra News

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სრულიად მიუღებელია

2026-11-23 09:44:11+04:00

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის ამჟამინდელი პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის სრულიად მიუღებელია. ბაბიშმა გააკრიტიკა ჩეხეთისთვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირება, ასევე ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებული ხარჯები და უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხები. 2028-2034 წლების ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებული ჩარჩო შაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ წარადგინა. დოკუმენტი ევროკომისიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ გეგმასთან შედარებით 204 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს.ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩეხეთის ფინანსური შენატანი ევროკავშირის ბიუჯეტში სულ უფრო იზრდება.