რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე სამხედრო მოქმედებები გრძელდება. რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებზე დარტყმებს განაგრძობს. ბოლო ინფორმაციით, კიევის ოლქის დიმერის დასახლებაში რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ ფონზე აშშ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გეგმავს.