რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი. მისი თქმით, რუსული მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გზავნილები მიუღებელია ოპოზიციისთვის, ქართულ ოცნებაში კი ოკუპანტ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას გამორიცხავენ.