ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს - Palitra News

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს

2026-11-23 16:42:24+04:00

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კვლავ კლინიკაში რჩება 3 წლის თაია.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.