დიმიტრი პესკოვი რუსულ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმაზე - ვიმედოვნებთ, ბალტიის სახელმწიფოები კიევის რეჟიმს ამგვარი სახიფათო ტერორისტული პრაქტიკის გაგრძელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ - Palitra News

დიმიტრი პესკოვი რუსულ სატვირთო გემზე დრონით თავდასხმაზე - ვიმედოვნებთ, ბალტიის სახელმწიფოები კიევის რეჟიმს ამგვარი სახიფათო ტერორისტული პრაქტიკის გაგრძელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

2026-11-23 17:00:26+04:00

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ბალტიის ქვეყნები კიევზე თავიანთ გავლენას გამოიყენებენ, რათა მას ბალტიის ზღვაში „ტერორისტული აქტივობისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდონ.

„რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ბალტიის სახელმწიფოები თავიანთ გავლენას გამოიყენებენ კიევის რეჟიმზე, რათა მას ამგვარი სახიფათო ტერორისტული პრაქტიკის გაგრძელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ“, - აღნიშნა პესკოვმა.

შაბათს ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში რუსულ სავაჭრო გემზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად, რუსულ სატვირთო გემ „სპარტა II“-ს ცეცხლი გაუჩნდა და ფინეთის წყლებში შეცურდა. ამჟამად მას ბუქსირით რუსეთის ტერიტორიაზე აბრუნებენ.