ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - Palitra News

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

2026-11-23 17:13:22+04:00

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მარეკ იუხტეგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს , - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ესტონელმა დიპლომატმა უწყების შენობა ნახევარი საათის შემდეგ დატოვა. მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ლი დეკემბრიდან რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები დახუროს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან “ესტონეთისა და ევროპის წინააღმდეგ მიმართული მუდმივი მტრული ქმედებების საპასუხოდ” მიიღეს.