შეწყალებულმა პირებმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
აქციების დროს დაკავებულმა პირებმა : გიორგი მინდაძემ, ანდრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა და გიორგი ოკმელაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ისინი იმ 232 პირს შორის იყვნენ, რომლებიც მიხეილ ყაველაშილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
პენიტენციურ დაწესებულებას 24 ნოემბერს დატოვებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მსჯავრდებული ანატოლი გიგაურიც. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.