მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების შედეგად საპატიმროები აქციებზე დაკავებულებმა - დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და გიორგი ოკმელაშვილმა დატოვეს. სამოქალაქო აქტივისტების გათავისუფლებას ოპოზიციაში მიესალმებიან. მათი თქმით, ახალგაზრდა ადამიანების თავისუფლებაზე ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი გისოსებს მიღმა დარჩენა. მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა, მათმა ნაწილმა შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს თავად მიმართა.