„პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში“ - ამ სახელწოდებით 25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება. როგორც ცნობილია აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა ევროპარლამენტში 26 ნოემბერს არის ჩანიშნული. ოპოზიციაში კრიტიკული გზავნილების მოლოდინი აქვთ. მათი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დასავლეთი უპასუხოდ არ დატოებს. ქართული ოცნების ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ დასავლეთმა, მმართველი პარტიის წინააღმდეგ უფრო მკაცრი და ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას