საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს და ის პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მმართველმა ძალამ, საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღო, გადაწყვეტილების საფუძვლად კი ეთიკური და სამართლებრივი რისკები სახელდება, მათ შორის -ადამიანით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები. საკითხზე განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები, მათ მიაჩნიათ, რომ სუროგაციის აკრძალვის შედეგად, ოჯახები უშვილოდ დარჩებიან.