უკრაინა რუსეთის მხრიდან ახალი მასშტაბური დარტყმების მოლოდინშია. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი ახალ იერიშებს ამზადებს, რის გამოც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაძლიერებულ მზადყოფნაში რჩება. პარალელურად, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტზე მუშაობს. ახალი შეზღუდვები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, ფინანსურ სისტემასა და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს შეეხება.