სუროგაციის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში პარლამენტში დარეგისტრირდება - Palitra News

სუროგაციის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში პარლამენტში დარეგისტრირდება

2026-11-24 13:03:35+04:00

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში პარლამენტში დარეგისტრირდება. მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო. აკრძალვის მიზეზებად ადამიანით ვაჭრობის, ქალთა ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკებს ასახელებენ. ოპოზიციის შეფასებით, ინიციატივის მიღების შემთხვევაში უშვილო ოჯახებს შვილის ყოლის შესაძლებლობა შეეზღუდებათ.