2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა - Palitra News

2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა

2026-11-24 13:04:02+04:00

2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. თავდაპირველად მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადააკვალიფიცირა. გიგაური დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.