საქართველოდან ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარა. გაძევებულთა შორის არიან პაკისტანის, ინდოეთის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. მათ საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან უკვე 3 800-ზე მეტი უცხოელია გაძევებული.