ევროპარლამენტში 25 ნოემბერს საქართველოში პოლიტიკური პატიმრების საკითხზე დებატები გაიმართება, ერთი დღის შემდეგ კი შესაბამის რეზოლუციას კენჭს უყრიან. დებატების სახელწოდებაა „პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ოპოზიცია ევროპარლამენტისგან კრიტიკულ შეფასებებს ელოდება და მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებს უპასუხოდ არ დატოვებს. მმართველი გუნდის ოპონენტები დასავლეთისგან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უფრო მკაცრი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმასაც მოითხოვენ.