10 თვეში, თბილისში გამოწერილი პარკინგის ჯარიმებიდან, ბიუჯეტში 20 მლნ. ლარზე მეტი შევიდა. ეს კი 64%-ით მეტია, გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-ოქტომბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 20 მილიონ 484 ათას ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი, ეს მაჩვენებელი 12 მილიონ 479 ათასი ლარი იყო. რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში არასწორად პარკირებისთვის მოქალაქეების ჯიბიდან დაახლოებით 17, 5 მილიონი ლარის გადახდა მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რრომ წლევანდელი 10 თვის მაჩვენებელი, შარშანდელი სრული წლის მონაცემს უკვე თითქმის, 3 მლნ. ლარით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. უფრო კონკრეტულად კი, წელს 10 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 208 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 218 მილიონი ლარი იყო.