IT სპეციალისტებზე მოთხოვნა შემცირდა, სამაგიეროდ დამსაქმებლები სულ უფრო მეტად ეძებენ კადრებს ფინანსებისა და სტატისტიკის მიმართულებით. ვნახოთ მონაცემები. 2026 წლის სექტემბერში Jobs.ge-ზე 8 319 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 18.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 4.8%-ით არის შემცირებული. მის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. აღსანიშნავია, რომ თვის ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში დაფიქსირდა (+29.1%), ხოლო ყველაზე მცირე ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში (+5.3%). რაც შეეხება წლის ჭრილში ცვლილებას, ყველაზე დიდი ზრდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა (+2.6%), ხოლო ყველაზე დიდი კლება - ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებაში (-41.6%). „2026 წლის ივლისიდან 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 23 497 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.
2026 წლის ივლისიდან 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით, 6 256 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია. 2026 წლის ივლისიდან 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით 4 774 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით ნაკლებია. 2026 წლის ივლისიდან 2026 წლის სექტემბრის ჩათვლით 4 945 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.