რუსები საქართველოში უძრავ ქონებას სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ - მოთხოვნა 4.4-ჯერ გაიზარდა - Palitra News

რუსები საქართველოში უძრავ ქონებას სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ - მოთხოვნა 4.4-ჯერ გაიზარდა

2026-11-24 14:43:26+04:00

რუსები საქართველოში უძრავ ქონებას სულ უფრო აქტიურად ყიდულობენ - მოთხოვნა 4.4-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ უძრავი ქონების საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio წერს.

უფრო კონკრეტულად კი საუბარია იანვარ-ოქტომბრის პერიოდზე, რამაც ქვეყანა ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებების რეიტინგში მე-17-დან მე-8 ადგილზე გადაიყვანა. ამდენად, საქართველო რუსებს შორის, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდით ლიდერ ქვეყნად რჩება.

Tranio-ს წინა კვლევის მიხედვით, რომელიც წლის პირველი ნახევრის მონაცემებს ასახავდა, უცხოურ უძრავ ქონებაზე რუსების მთლიან განაცხადებში საქართველოს წილი 5% იყო, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ს შეადგენდა. ამდენად, წლიურმა ზრდამ 447% შეადგინა, რითიც საქართველო აღნიშნულ საანგარიშო პერიოდშიც სხვა ქვეყნებს შორის ლიდერობდა.

თუმცა, რუსეთს მოქალაქეებს შორის, უცხოური უძრავი ქონების შეძენაზე საერთო განაცხადებში 17%-იანი წილით კვლავ ტაილანდია პირველ ადგილზე. და ეს იმის მიუხედავად, რომ განაცხადების რაოდენობა წლიურად 35%-ით შემცირდა. თურქეთმა მესამედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, რომლის უძრავ ქონებაზეც რუსების განაცხადების რაოდენობა 7.5%-ით გაიზარდა და 10.7%-ს მიაღწია. მესამეზე განაცხადების 10.4%-ით არაბთა გაერთიანებული საამიროებია. მეოთხე ადგილზე 8.3%-იანი წილით კვიპროსი, ხოლო

წამყვან ხუთეულს საბერძნეთი ხურავს, რომლის წილიც რუსების მთლიან განაცხადებშიც 7.6%-ს შეადგენს./////