თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ფაქტზე, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.