ვროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს - ბლოკმა, რუსეთისადმი სანქციების 22-ე პაკეტის ფარგლებში, სანქციების სიიდან ამოიღოს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქართული ოცნება მოწოდებას მიესალმება და ამბობს, რომ გადაწყვეტილების ცვლილება მიუთითებს, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას. უკრაინული მედია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ „ამჟამად ქარხანა ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს. სწორედ ამის საფუძველზე ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, ქვეყნებმა ყულევის ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ“.