უკრაინაში ომი ახალ ეტაპზე გადადის – მოსკოვი ზამთრის წინ მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება, კიევი კი დასავლეთისგან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს. ამ ფონზე ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა, ევროპელმა მოკავშირეებმა კი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება დააანონსეს. ამავდროულად, უკრაინა რუსეთის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებს, დიპლომატიური გამოსავლის ძიება კი კვლავ გრძელდება.