საპატიმრო დღეს საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა ანატოლი გიგაურმა დატოვა. ის ერთ-ერთია იმ 232 პირს შორის, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. პენიტენციური დაწესებულება გუშინ კიდევ რამდენიმე აქტივისტმა დატოვა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გამოიჩინა ჰუმანიზმი იმ პირებთან მიმართებაშიც კი, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული. თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ისინი სულაც არ არიან დამნაშავეები.