"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოში შესაბამისი ამკრძალავი კანონმდებლობის მიღების შემდეგ 7 ის ნაცვლად 6 ქვეყანა დარჩება ისეთი, სადაც კომერციული სუროგაცია დასაშვები იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მათ შორის ქალების ექსპლუატაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად მიიღეს. არსებული ინფორმაციით, სუროგაციის გზით 2012 წლიდან დღემდე დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა. სრული აკრძალვის გადაწვეტილებას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში.