28 ნოემბერს საპროტესტო აქცია-მარში გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები თავდაპირველად 19:00 საათზე შეიკრიბებიან მეტრო ავლაბართან, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან თავისუფლების მოედნისკენ. აქციის მონაწილეებს სურთ ამ ფორმით, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ საქართველოს არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა.