საქართველოს საკითხი დღეს ევროპარლამენტის დღის წესრიგში კვლავ მოხვდება. ევროპელი დეპუტატები განიხილავენ რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში“. დოკუმენტს კენჭს ხვალ, 26 ნოემბერს უყრიან. ოპოზიცია ევროპარლამენტისგან მორიგ კრიტიკულ შეფასებებს ელოდება და იმედოვნებს, რომ დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ხელისუფლების ოპონენტები პარტნიორებისგან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ უფრო მკაცრი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც მოითხოვენ. მმართველ გუნდში კი ევროპარლამენტის რეზოლუციებს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მათ შეფასებებს არ იზიარებენ.