პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს. თავდაპირველად დოკუმენტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე წარადგენენ, რის შემდეგაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გადავა. სუს-ის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ აპრილში შევიდა, თუმცა სხვა უწყებების წლიური ანგარიშებისგან განსხვავებით, მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე არ მომხდარა. საკითხი საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო.