საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივა კვლავ განხილვის საგანია - Palitra News

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივა კვლავ განხილვის საგანია

2026-11-25 09:43:57+04:00

საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივა კვლავ განხილვის საგანია. ხელისუფლება გადაწყვეტილების აუცილებლობას ქალთა შესაძლო ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის არგუმენტებით ხსნის. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სფეროში არსებული პრობლემების მოგვარება მხოლოდ რეგულაციების დაწესებით შეუძლებელია. ინიციატივას მხარს უჭერს საპატრიარქოც. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად სახელმწიფომ სუროგაციის სფეროზე მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს. ოპონენტების შეფასებით, ახალი შეზღუდვები უშვილო წყვილებს შვილის გაჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას წაართმევს. ცვლილებების შემთხვევაში კი საკითხავია, რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, რომლებიც სუროგაციას უკვე გეგმავენ.