ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბნებზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა - Palitra News

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბნებზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა

2026-11-25 09:45:40+04:00

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბნებზე ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა. სამუშაოები 45 ათას ჰექტარ ფართობზე ჩატარდა, მიღებული მონაცემების საფუძველზე კი მომდევნო 10 წლის ტყის მართვის გეგმა შემუშავდება. დოკუმენტი სანიტარიული ჭრების, ტყის აღდგენის, სატყეო გზების მოწყობისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას განსაზღვრავს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის სამუშაოები უწყების მართვას დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიის 59%-ზე უკვე დასრულებულია. 2026 წელს კვლევები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ჯამში, 238 ათას ჰექტარზე ჩატარდა. სააგენტოს განმარტებით, ინვენტარიზაცია ტყის რესურსების მდგომარეობის შეფასებისა და ეფექტიანი მართვის დაგეგმვის საფუძველია.