რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა - Palitra News

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

2026-11-25 09:46:08+04:00

რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა. ოდესის ოლქში ბოლო იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. დრონებით შეტევა განხორციელდა კიევზეც, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებს უტევენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, შავ ზღვაში სანქცირებული რუსული ტანკერი გახდა სამიზნე. დარტყმები განხორციელდა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზეც.