თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა - Palitra News

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

2026-11-25 09:47:02+04:00

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრენი აპარატი ესქიშეჰირის პროვინციაში სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მალევე მივიდნენ, თუმცა ეკიპაჟის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი უწყებები იკვლევენ. ეს თურქეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის მეორე ფატალური კატასტროფაა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.