ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს - Palitra News

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია კლინიკიდან გაწერეს

2026-11-25 10:59:12+04:00

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაია, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კლინიკიდან გაწერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის კლინიკიდან გუშინ გაეწერა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.