პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს - Palitra News

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს

2026-11-25 12:37:16+04:00

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. აღნიშნულ დოკუმენტს დეპუტატებს სუს-ის უფროსის მოადგილე, დავით არჩვაძე აცნობს. ანგარიშის განხილვა ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია 4 ოქტომბრის მოვლენები. არჩვაძის განცხადებით, სუს-მა ოპერატიულად შეძლო ქვეყნის შიდა და გარე აქტორების შეკავება, რომლებიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდნენ. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენას ამ წუთებში სუს-ის უფროსი განაგრძობს.