ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით იძებნებოდა. მას თაღლითობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. დაკავებულის მიმართ ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.