რუსეთის სამარის ოლქში დრონებით იერიშის სამიზნე ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა - Palitra News

რუსეთის სამარის ოლქში დრონებით იერიშის სამიზნე ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა

2026-11-25 12:39:01+04:00

რუსეთის სამარის ოლქში დრონებით იერიშის სამიზნე ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. მედიის ცნობით, თავდასხმა „ნოვოკუიბიშევსკისა“ და „სიზრანის“ საწარმოებზე განხორციელდა, რომლებიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. ორივე ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო რეგიონში საჰაერო განგაშიც გამოცხადდა. პარალელურად, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე იერიშებს აგრძელებს, რასაც ოდესის ოლქში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.