ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას სხეულის 87-პროცენტიანი დამწვრობა და სასუნთქი გზების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამავე ტრაგედიის შედეგად დაშავებული 3 წლის თაია კი, რომელიც მაშველებმა 8-საათიანი ძებნის შემდეგ ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კლინიკიდან უკვე გაწერეს. ინგოროყვას კლინიკის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ტრაგედიას ჯამში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის შორის 2 ბავშვია.