"პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - ამ სახელწოდებით რეზოლუციის პროექტზე, ევროპარლამენტში რამდენიმე საათში დებატები გაიმართება. დოკუმენტს კენჭს ხვალ, 26 ნოემბერს უყრიან. ოპოზიცია კრიტიკულ შეფასებებსა და დასავლეთისგან უფრო მკაცრ ნაბიჯებს ელოდება.