უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასერიოზული უწოდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზებას, რომ მასთან ერთად მოსკოვში გაფრინდეს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის პირობებში პუტინთან მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია.ზელენსკის თქმით, მსგავსი შეთავაზებით ლუკაშენკო დაღუპულ უკრაინელებს ხუმრობის საგნად აქცევს. მანამდე, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის, ზელენსკისთან ერთად მოსკოვში გაფრინდეს და პუტინთან მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების გარანტორი იქნებოდა.