საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო. ამ ეტაპზე სულ 18 სხდომაა ჩატარებული. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ დროის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ოცნების სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან. უფრო მეტიც, მოსამართლის თავმჯდომარის მიერ ნიკა გვარამიას სასამართლოდან გაძევების შემდეგ ოპონენტები რევაზ ნადარაიას პასუხისმგებლობის საკითხზე ალაპარაკდნენ.